პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Riga Food 2023 გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო


30.06.2023

2023 წლის 7 - 9 სექტემბერს ქალაქ რიგაში, ლატვია, გაიმართება „Riga Food 2023“ საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 400-ზე მეტი კომპანია 25-მდე ქვეყნიდან, მათ შორის იქნება 12-მდე ნაციონალური პავილიონი. სურსათის, სასმელების, საკვების გადამამუშავებელი ტექნოლოგიების, შეფუთვის, ინოვაციების, Horeca-ს და მაღაზიის აღჭურვილობისა და სერვისების საერთაშორისო გამოფენა "Riga Food" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვების მრეწველობის გამოფენა ბალტიის პირეთის ქვეყნებში.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ  საკვები ან/და სასმელი  პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს.

განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში ხორციელდება 27 ივნისის 09:00 სთ-დან 18 ივლისის 18:00 სთ-ის ჩათვლით.

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:  

 

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და სხვა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://rda.gov.ge/articles/exhibitions/riga-food-2023