პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რიგაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით დეგუსტაცია მოეწყო


02.10.2023

2023 წლის 28 სექტემბერს, რიგაში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლატვიაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა. ქართული ღვინის ისტორიაზე ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენების, ბოლო წლებში ქართული ღვინის მრეწველობის განვითარებისა და სერიოზული ხარისხობრივი წინსვლის შესახებ დამსწრე საზოგადოებას - გამოჩენილ სომელიეებს, დიპლომატიური კორპუსისა და ლატვიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს - ესაუბრა ლატვიური კომპანია SIA Tribe International-ის დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ მარკოზაშვილი.

ცერემონიას უძღვებოდა ბალტიის რეგიონის საუკეთესო სომელიე (2022), დმიტრის სინკევიჩი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი აივა ვიქსნა და ლატვიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, იანის კალკისი.

დარბაზში გამოფენილ იქნა ლატვიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ნუგზარ პაქსაძის ნამუშევრები.