საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები შემდეგი მიმართულებით:
- 24 აპრილი - ბარსელონა-თბილისი;
- 27 აპრილი - ვარშავა-თბილისი.
აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.
აქვე, შეგახსენებთ საკოორდინაციო საბჭოს მიერ უკვე განსაზღვრული სხვა რეისების განრიგს:
- 7 აპრილი - ათენი-თბილისი;
- 10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი;
- 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი;
- 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი;
- 16 აპრილი - პარიზი-თბილისი;
- 18 აპრილი - თელავივი-თბილისი;
- 21 აპრილი - რომი-თბილისი.
მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.