პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა 30 სექტემბრამდე 


19.08.2020

 

მსოფლიოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ საერთაშორისო რეგულარულ ავიარეისებზე, რომლებსაც საქართველოს მიმართულებით აგვისტოს დასაწყისიდან ახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები: "Lufthansa" - მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი, "AirFrance" - პარიზი-თბილისი-პარიზი და "AirBaltic" - რიგა-თბილისი-რიგა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების - "Lufthansa"-ს, "AirFrance"-ისა და "AirBaltic-ის მიერ რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად (იხ. ქვემოთ).

COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის რთულად პროგნოზირებადი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კვლავ მოუწოდებს მგზავრებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან.

2020 წლის 19 აგვისტო-31 აგვისტოს პერიოდში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი კომერციული ჩარტერული და რეგულარული ფრენების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://gda.ge/pages/frenebis-ganrigi-sakartveloshi-dasabruneblad