პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საელჩო კანადაში აცხადებს სტაჟირების მსურველთა შესარჩევ კონკურსს


10.11.2023

საქართველოს საელჩო კანადაში, სტაჟირების გავლის მსურველთა მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, აცხადებს სტაჟირების კონკურსს:

განაცხადების მიღების ვადაა 2023 წლის 2 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით. სტაჟირების გავლის პერიოდის შერჩევა მოხდება გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)თან შეთანხმებით.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

განაცხადების გადარჩევა;

გასაუბრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია:

სასურველია ფრანგული ენის ცოდნა;

ზოგადი განათლების მაღალი დონე;

სტაჟირებისა გავლის მსურველთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს, კონკურსის დასრულებამდე პერიოდში, ტელეფონის (დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე) ან ელ-ფოსტის მეშვეობით:

E-mail: [email protected]  

Tel: +1 613 421 0460 ext: 225

შევსებული აპლიკაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გადმოიგზავნოს საელჩოს ელ-ფოსტაზე [email protected]

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://bit.ly/3FSx7QF