პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკონსულო შემოვლა ვალენსიის რეგიონში


23.03.2022

2022 წლის 18-20 მარტს, ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი და ვიცე კონსული ლია ახალბედაშვილი, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში ეწვივნენ ვალენსიის რეგიონს, ქ. ვილენას, ქ. ალიკანტესა და ქ. ვალენსიას. 

• 18 მარტს, განხორციელდა ქ. ვილენას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონახულება და მათთვის ადგილზე საკონსულო მომსახურების გაწევა;

• 19 მარტს, ქ. ალიკანტეში გაიმართა მოქალაქეთა მიღება და საკონსულო მომსახურება. ადგილზე მომსახურება გაეწიათ საქართველოს 64 მოქალაქეს;  

ქ. ალიკანტეში განხორციელდა შეხვედრები ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებთან. გენერალური საკონსულო მადლიერებას გამოხატავს მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“-ს მიმართ, აღნიშნული შეხვედრებისა და მიღების ორგანიზებაში მონაწილეობისთვის.

• 20 მარტს, გაიმართა შეხვედრა ქ. ვალენსიაში მოქმედი საკვირაო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან და სკოლის აღსაზრდელებთან.