პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ ამომრჩევლებმა საკონსულო აღრიცხვა უნდა გაიარონ 10 ოქტომბრამდე


15.09.2020

2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

საზღარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა  შეუძლიათ როგორც ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოში/საკონსულოში ვიზიტის დროს, ასევე საფოსტო გზავნილით, თუმცა ყველაზე მარტივი გზა არის ვებ-გვერდის - www.geoconsul.gov.ge -ის საშუალებით. მომსახურება უფასოა.

შეგახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვა, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვას, არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას.  იგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს, მათ შორის:

და ა.შ.

[დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: http://e.gov.ge/ZBfzY]