პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა დიასპორულ ორგანიზაცია „ივერიონის“ დამფუძნებლებთან


26.12.2023

2023 წლის 15 დეკემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დარეჯან მუმლაძემ და ათენში საქართველოს საელჩოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ საელჩოში შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ივერიონი“ დამფუძნებლებთან, დავით დოლიძესთან და ნატალია კაპანაძესთან.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საბერძნეთის ქართული ემიგრაციის წინაშე არსებული გამოწვევები და აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ათენში ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პრიორიტეტულობას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ქართველი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და საქართველოს ისტორიის სიღრმისეულად შესწავლის მნიშვნელობაზე.

ამასთან, შეხვედრაზე მასპინძლების მხრიდან აღინიშნა ორგანიზაცია „ივერიონის“ ნაყოფიერი მოღვაწეობა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით.