პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტამბოლში პირველი ქართულ-თურქული ფილმის პრემიერა გაიმართა


20.10.2023

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ სტამბოლში ქართულ-თურქული კოპროდუქციით შექმნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „ხიდი“ პრემიერა გაიმართა.

ფილმი კინოსტუდია “ქართული ფილმი”-სა და თურქული კომპანია „AISI“-ის პირველი ქართულ-თურქული ერთობლივი პროექტია, რომელიც ნამდვილ ისტორიას ეფუძვნება და მასში მონაწილეობენ როგორც ქართული, ასევე თურქული კინოს ვარსკვლავები.

ქალაქ სტამბოლში ფილმის პრემიერას საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი და გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, ასევე სტამბოლში ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს წრეების, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე საქართველოდან მოწვეული სტუმრები და ქართველი სტუდენტები დაესწრნენ.