პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თარაშ პაპასქუამ კორეის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანთან გამართა შეხვედრა


02.10.2023

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა თარაშ პაპასქუამ შეხვედრა გამართა კორეის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანთან, ჰვანგ ლისთან.

კორეის უნივერსიტეტი ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც 30 ათასზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი იღებს განათლებას.

შეხვედრა მეგობრულ და საქმიან გარემოში ჩატარდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის, კერძოდ კორეის უნივერსიტეტის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები და შეთანხმდნენ აღნიშნული მიმართულებით კოორდინირებულ მუშაობაზე.