პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში მცხოვრები ემიგრანტებისთვის პირველი ონლაინ პოლიკლინიკა გაიხსნება


15.12.2023

ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო, თესალონიკში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს იწვევს ემიგრანტებისთვის პირველი ონლაინ პოლიკლინიკის პრეზენტაციაზე.

პრეზენტაცია გაიმართება 2023 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე.

ღონისძიება ჩატარდება თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

მისამართი: Mitropolitou Amvrosiou Moschonision 11, Thessaloniki 546 55.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს:

https://www.facebook.com/GeorgiainThessaloniki