უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანები და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკვირაო სკოლების აღსაზრდელები ჩვენს სამშობლოს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი სამხრეთ კალიფორნიაში საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს. ემიგრანტი ბავშვების გზავნილი სამშობლოს:
26 მაისის აღსანიშნავად, ნინო წიკლაური და ირაკლი შარაძე ასრულებენ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბელგიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ნანა კუბინიძე ასრულებს რევაზ ლაღიძის რონდო-ტოკატას:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის მიმართვა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი და დანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლის, ირინა გერკეულის მიერ ორღანზე შესრულებული საქართველოს ჰიმნი:
ბრიტანულ-ქართული ანსამბლი „ჩელა და ბუსკა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სიმღერით „შენ ხარ ვენახი“:
გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტები და იქ მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელები საქართველოს 26 მაისს ულოცავენ:
ესპანეთში მცხოვრები ქართველები და ესპანელი მეგობრები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავენ:
ბარსელონას წმინდა ნინოს სამრევლოსთან არსებული წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა საქართველოს ულოცავს 26 მაისს:
ისრაელში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ:
იტალიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, როსინის სიმფონიური ორკესტრის წევრი ქეთევან აბიათარი ასრულებს საქართველოს ჰიმნს როსინის მშობლიური ქალაქიდან:
რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ:
საფრანგეთი, პარიზი - ასოციაცია "თამარიონთან" არსებული მომღერალთა გუნდი "თამარიონნი" ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
ქ. ოდესაში არსებული ეროვნულ-კულტურული საზოგადოება "საქართველოს" ხელმძღვანელის, აკაკი იაკობიშვილის მილოცვა ქართველ ხალხს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით:
[გვერდი განახლებადია]