პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებინარი სტუდენტებისთვის:„ისწავლეთ დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში!“


08.11.2022

2022 წლის 10 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, “საქართველოს დიპლომატიური მისიების” ფეისბუქ გვერდზე (გვერდის ბმული: https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით, გაიმართება ვებინარი სტუდენტებისთვის „ისწავლეთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში!“, განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი დიდი ბრინანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში სოფიო ქაცარავა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის პროექტების მენეჯერი ქეთევან გორგოშიძე. ვებინარს გაუძღვება პროექტ “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის” გამარჯვებული დიდ ბრიტანეთში მარიამ ხოკერაშვილი.

ვებინარის მსვლელობისას ქართველი სტუდენტები და აბიტურიენტები გაეცნობიან მათთვის რელევანტურ და საინტერესო ინფორმაციას, როგორიცაა ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობები, წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები და დასაქმების შესაძლებლობები. ვებინარი ჩატარდება ქართულ ენაზე.