პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამტრედია - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქუთაისიდან დასავლეთით 27 კმ-ში. სამტრედიიდან 11 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
ქ. სამტრედია წარმოადგენს სარკინიგზო და საავტომობილო კვანძს.
სამტრედია ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის მე-2 ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია. 1871-1872 წლებში თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობამ გაზარდა სამტრედიის მნიშვნელობა. ამ პერიოდიდან სამტრედია მოხსენიებულია როგორც დაბა.
ქალაქში 2011 წელს გაიხსნა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი.
ქალაქის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, კერძოდ, განვითარებულია მეფრინველეობა, მესაქონლეობა, მესიმინდეობა, მემინდვრეობა, ასევე ხილისა და თხილის მოყვანა.
სამტრედიაში არსებულ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ჯგუფები (ქორეოგრაფიული, ვოკალური, ინსტრუმენტული, მხატვრული კითხვის, ფერწერის).
ქ. სამტრედიაში ასევე არის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის სახლი, სადაც მოღვაწეობს ადგილობრივი თეატრალური დასიც.
ქალაქში არის თანამედროვე სასტუმროებისა და რესტორნების ფართო ქსელი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 25 663 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2014 | 25 663 | 47.5 % | 52.5 % |
სამტრედიაში არის 13 საჯარო სკოლა, 12 საბავშვო ბაღი, თანამედროვე საავადმყოფო და სამედიცინო კლინიკები. არის ასევე 1892 წელს დაარსებული ბიბლიოთეკა.
ქალაქში არის ეროსი მანჯგალაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონი. სამტრედიას ჰყავს საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“, რომელიც 1936 წელს არის დაარსებული. მოქმედებს სპორტული სკოლა, სადაც ასწავლიან სპორტის 12 სახეობას.
ქალაქი მთლიანად ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება ცენტრალური სისტემით, არის უკაბელო და საკაბელო ინტერნეტი. გზების თითქმის მთლიანად მოასფალტებულია.
შენობ(ებ)ის აღწერა: ორი შენობა-ნაგებობა, რომლებიც ქმნიან ერთიან კომპლექსს. I შენობის ფართობი - 1048.3 მ2; II შენობის ფართობი - 2014.8 მ2; სართულების რაოდენობა: 3; ოთახების რაოდენობა: 75; ჭერის სიმაღლე: 4 მ. ტექნიკური მდგომარეობა: შენობები საჭიროებენ რეკონსტრუქციას. შენობების ფუნდამენტი და კედლები ვარგისია და მყარი.
შენობ(ებ)ის აღწერა: ოთხი შენობა-ნაგებობა, რომლებიც ქმნიან ერთიან კომპლექსს. I შენობის ფართობი - 836 მ2; II შენობის ფართობი - 12 მ2; III შენობის ფართობი - 1487 მ2; IV შენობის ფართობი - 34 მ2; სართულების რაოდენობა: 2 და 4; ოთახების რაოდენობა: 132; ჭერის სიმაღლე: 3.2 მ. ტექნიკური მდგომარეობა: შენობები საჭიროებენ რეკონსტრუქციას. შენობების ფუნდამენტი და კედლები ვარგისია და მყარი.