პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქ. ტორონტო
ასოციაცია ქართული სათვისტომო კანადაში / Georgian Community Association in Canada 2012 წელს, ქალაქ ტორონტოში, მამუკა ტარიელაშვილმა დააფუძნა. ასოციაციის საქმიანობის ძირითად სფეროს კულტურულ-შემოქმედებითი და საქველმოქმედო სახის საქმიანობა წარმოადგენს.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ელიზა ბექაური
მის: 20 Pietro dr. Maple , ON, L6A3K5 Canada
ელ-ფოსტა: [email protected]
https://www.facebook.com/gcaccanada
ქ. ტორონტო
ქართული საკვირაო სკოლა ტორონტოში / Georgian Sunday School in Toronto 2013 წელს, ტორონტოში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თომა ბეკურიშვილმა და მისმა მეუღლემ - თამარ ჭრელაშვილმა დააფუძნეს. სკოლაში ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას, ისტორიასა და საღმრთო რჯულს, ასევე, ტარდება გალობის გაკვეთილები, რომელსაც ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის ოსტატი - შალვა მახარაშვილი უძღვება. სკოლაში, აგრეთვე, ფუნქციონირებს თეატრი, სიმღერის შემსწავლელი ჯგუფი და ცეკვის სტუდია "ივერიონი", რომლის ქორეოგრაფები გახლავთ ზვიად აფთარაშვილი და ანა სეფიაშვილი.
საკონტაქტო მონაცემები:
მის: 10 Howarth ave., Toronto, Ontario
ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.torontomrevli.ca/sunday-school
ქ.კალგარი
ზვიად გამსახურდიას სახელობის საქველმოქმედო სკოლა "დედა ენა" დაარსდა 2018 წელს. საკვირაო სკოლის დამფუძნებლები გახლავთ რუსუდან კაპანაძე და მისი მეუღლე და ვაჟი - ვაჟა და შალვა დავლაძეები.
სკოლას ხელმძღვანელობს რუსუდან კაპანაძე, პროფესიით პედაგოგი, სკოლაში ირიცხება 15 მოსწავლე, რომელთა ასაკი იწყება 5 წლიდან 16 წლის ჩათვლით, ჯგუფი შერეულია.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: რუსუდან კაპანაძე
მის: Canada. Calgary. 619 cedarille way sw. AB. T2W 268
ელ-ფოსტა: [email protected]