მიმოხილვა
დიდი გუბი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში. გუბის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გუბთან ერთად შედიან შემდეგი სოფლები: პატარა გუბი, შუა გუბი. სოფელი გუბი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბის წყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მ-ში და ხონის ცენტრიდან 7 კმ-ში, ქუთაისი-ხონის შიდასახელმწიფოებრივ გზაზე. სოფლიდან 12 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სამტრედიის სადგური "ქუთაისი", 25 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
სოფელში მდებარეობს წმინდა სამების სახელობის მოქმედი ეკლესია.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 793 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 816 | 393 | 423 |
2014 | 793 | 393 | 400 |
სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, ბიბლიოთეკა.
სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება არტეზიული ჭებიდან. სოფლის ცენტრამდე გზა მოასფალტებულია, შიდა გზები ნაწილობრივ მოასფალტებული და ნაწილობრივ მოხრეშილია. იგეგმება ინტერნეტ-ქსელის შეყვანა.
საინვესტიციო რესურსები
1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა)
- რესურსის ტიპი: მიწა
- რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
შენობის აღწერა: შენობის ფართობია 154 მ2, სართულების რაოდენობა - 1, ოთახების რაოდენობა - 6, ჭერის სიმაღლე - 3.80 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარეაბილიტაციო.
- საკადასტრო კოდი: 37.12.31.372
- ადგილმდებარეობა: სოფელი დიდი გუბი, ხონის მუნიციპალიტეტი. მდებარეობს სოფლის ცენტრში. ახლოს მდებარეობს საბავშვო ბაღი და ამბულატორია, ხონი-ქუთაისის საავტომობილო გზის მიმდებარედ (100 მ). 12 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სამტრედიის სადგური "ქუთაისი", 25 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
- ფართობი: 1 312.00 მ2
- რელიეფი: ვაკე
- ინფრასტრუქტურა:
- გზა: შენობამდე მისასვლელი გზა-მოხრეშილი
- ელექტრო სისტემა: შენობაში არის ელექტრო სისტემა
- წყალმომარაგება: ნაკვეთთან ახლოს არის არტეზიული ჭა
- გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია საწარმოო მიზნით, საცხოვრებლად
- საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
- სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
- მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
- დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხონის მუნიციპალიტეტის მერია, თავისუფლების მოედანი N6. ტელ: (+995) 595 476 773. ელ. ფოსტა: [email protected]
2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი
- რესურსის ტიპი: მიწა
- რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო
- საკადასტრო კოდი: 37.12.31.399
- ადგილმდებარეობა: სოფელი დიდი გუბი, ხონის მუნიციპალიტეტი, ზღვის დონიდან 70 მ.; სოფლის ცენტრიდან 50 მეტრში. ნაკვეთიდან 100 მეტრში გადის ხონი-ქუთაისის საავტომობილო გზა, 12 კმ-ში - რკინიგზის უახლოესი სადგური „ქუთაისი“, 25 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
- ფართობი: 3 836.00 მ2
- რელიეფი: ვაკე
- ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: შუა გუბი (ცენტრამდე მანძილი 2 კმ).
- ინფრასტრუქტურა:
- გზა: ასფალტირებული ცენტრალური (ქუთაისი-ხონი) საავტომობილო გზის მიმდებარედ
- ელექტრო სისტემა: ნაკვეთთან ახლოს არის ელექტრო-გაყვანილობა
- წყალმომარაგება: 30 მეტრში არის ჭაბურღილი
- სარწყავი სისტემა: მდებარეობს მდინარე კუხას ნაპირას
- გამოყენების მიზნობრიობა: საწარმოს ან სხვა ობიექტის ასაშენებლად
- საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
- სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
- მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
- დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხონის მუნიციპალიტეტის მერია, თავისუფლების მოედანი N6. ტელ: (+995) 595 476 773. ელ. ფოსტა: [email protected]