პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დიდვაკე - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლეღვანის ადმინისტრაციული ერთეული). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან 390 მეტრი, ხარაგაულიდან - 7 კმ. სოფლიდან 19 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, სოფელზე გადის საქართველოს რკინიგზა - ბაქანი „დიდვაკე“, ქუთაისის საერთასორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 90 კმ-ს.
სოფელი დიდვაკე მთებით გარშემორტყმულ ვაკე ადგილზეა გაშენებელი. სახელიც მისი მდებარეობის შესაფერისად დაურქმევიათ.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დიდვაკეში იმ პერიოდში დასახლდა, როდესაც აქ გრეხილი-ავეჯის ფაბრიკა აშენდა და ამოქმედდა. ფაბრიკას მარელისის გრეხილი-ავეჯის სახელი ეწოდებოდა და დღემდე ამ სახელით მოიხსენიებენ.
ღვთისმშობლის სახელობის სალოცავი დიდვაკის მოსახლეობამ 2009 წელს გიორგი ლომსაძის დიდი თანადგომით და ხელმძღვანელობით ააგო. მოპირკეთება დასრულდა სოფლის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს. სალოცავი ერთ-ერთ ამაღლებულ გორაკზეა აგებული. პატარა, მოკრძალებული ზომის ტაძარი კეთილმოწყობილია, ნაკურთხია და მომლოცველი ყოველთვის ჰყავს. საღმრთო დღესასწაულებზე ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
სოფელში გავრცელებული გვარებია: ვეფხვაძე, მესხი, მაღრაძე, ლომსაძე, კამკამიძე, კოჩაძე, არევაძე, კოვძირიძე, აბაშიძე, ცხადაძე, ფცქიალაძე, დეკანოსიძე, მანჯავიძე, მაღლაკელიძე, ტაბატაძე, გაბუნია, ლაცაბიძე, შარიქაძე, ტალახაძე, მდივნიშვილი, კაციტაძე, ფარქოსაძე, მდინარეძე, ჯგენერაია, გურგენიძე, ინასარიძე, ბერაძე, კიკნაძე, ცხვედაძე, ტყეშელაშვილი, სახვაძე, ბარბაქაძე, დევდარიანი, გოგოლაძე, გიკაევი, ამანათოვი, ბოლქვაძე და სხვა.
დიდვაკე ზაფხულობით შედარებით ხმაურიანი და ხალისიანია, როდესაც მშობლიურ სახლკარს სხვადასხვა კუთხეებში გადაცხოვრებული შვილები უბრუნდებიან.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 175 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 236 | 104 | 132 |
2014 | 175 | 78 | 97 |
სოფელში არის დაწყებითი საჯარო სკოლა, სპორტული მოედანი.
სოფელი ელექტროფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემიდან. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია.
შენობის აღწერა: მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა (ყოფილი საბავშო ბაღის), შენობის ფართი: 855.62 მ2; სართულების რაოდენობა: 2, ოთახების რაოდენობა: 8, ჭერის სიმაღლე: 3, ტექნიკური მდგომარეობა: საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას.