პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაღდათის მუნიციპალიტეტი / სოფელი დიმი

მიმოხილვა

დიმი - სოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: დიმი, საიმედო.

დიმი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს, ბაღდათი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 200 მეტრზე, ბაღდათიდან - 3 კმ. ცენტრალური საავტომობილო გზა გადის უშუალოდ სოფელში, უახლოესი რკინიგზის სადგურიდან სოფელი დაშორებულია 11 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 45 კმ-ით.

კლიმატი: ზომიერი ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემერატურაა 14–42 °C.

ლეონტი მროველის მიერ (XI ს.) დამოწმებული ისტორიული წყაროების მიხედვით, სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს ციხე „დიმნიდან“, რომელიც მეფე ფარნავაზს აუგია.

დიმი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1583 წელს. სოფელში შემორჩენილია დიმნას ციხის ნანგრევები და XVII-XVIII საუკუნეების კოშკი.

1820-იან წლებში სოფელში იყო 200 მოსახლე. სოფელი ეკუთვნოდათ თავად ჩხეიძეებს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 4475 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

4268

1988

2280

2014

 4475

2047

2428

2019 წლის მდგომარეობით,სოფელში ცხოვრობს 3251 ადამიანი.

სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სფერობია სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მესაქონლეობა, მემინდვრეობა, მევენახეობა. სოფელში არის სარწყავი სისტემა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  სოფლის მეურნეობის განვითარებას.

სოფელ დიმში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ამბულატორია, სპორტული მოედანი. სოფელში მიმავალი გზა ასფალტირებულია. სოფლის ცენტრალური გზა - მობეტონებული, შიდა გზები - მოხრეშილი ან მოასფალტებულია.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება ჭების და მთის წყაროების საშუალებით. სოფლის დიდ ნაწილში არის ინტერნეტის ქსელი (უკაბელო ან საკაბელო), მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის ინტერნეტიზაცია.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეოო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი ადმინისტრაციული შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის ფართობი: 555.41 მ2; სართულების რაოდენობა - 2; ოთახების რაოდენობა - 20; ჭერის სიმაღლე - 3 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარემონტო.

  • საკადასტრო კოდი: 30.07.40.003
  • ადგილმდებარეობა: მდებარეობს სოფელ დიმის ცენტრში, ცენტრალური საავტომობილო გზის პირას. უახლოესი რკინიგზის სადგურიდან 13 კმ-ში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 46 კმ-ში.
  • ფართობი: 653.00 მ2
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: არის ასფალტირებული გზა
    • ელექტრო სისტემა: შენობაში ნაწილობრივ არის ელექტროგაყვანილობის სისტემა
    • წყალმომარაგება: შენობაში არ არის სასმელი წყალი. კომუნიკაცია მიყვანილია შენობის ეზომდე
    • გაზმომარაგება: შენობაში არ არის გაზ-გაყვანილობის სისტემა; კომუნიკაცია მიყვანილია შენობის ეზომდე
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს საწარმოო, კომერციული და საცხოვრებელი დანიშნულებით.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 94 000 (ოთხმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი (1 მ2 – 169 ლარი)
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ბაღდათის მუნიციპალიტეტი; ტელეფონი: (+995) 591 90 90 05 (ცხელი ხაზი). ელ.ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები