მიმოხილვა
ივანდიდი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 105 მეტრი, ხონიდან ორ კილომეტრში.
სოფელში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა - ხონი-სამტრედია. სოფლიდან 19 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სადგური „სამტრედია“, 15 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
სოფელში არის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი,. რომელიც მოქმედია 2005 წლიდან
სოფელში ფუნქციონირებს პოლიმერების საწარმო, თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ავეჯის დამამზადებელი საამქროები.
სოფელში გაშენებულია კაკლოვანი (თხილი, ჩანდლერის-ჯუჯა ჯიშის ნიგოზი) და კენკროვანი (მოცვი, ჟოლო, უეკლო მაყვალი) კულტურების ბაღები. განვითარებულია სასათბურე მეურნეობა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1668 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 2357 | 1114 | 1243 |
2014 | 1668 | 836 | 832 |
სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სპორტული მოედანი. სოფელი გაზიფიცირებულია, არის ასევე გარე-განათება და გაყვანილია ინტერნეტ-ქსელი.
სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება ნაწილობრის წყალგაყვანილობის სისტემით, ნაწილობრივ ადგილობრივი არტეზიული ჭებიდან. სოფელში არის ინტერნეტის ქსელი. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზები მოხრეშილია.
საინვესტიციო რესურსები
1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ერთიან რესურსად იყიდება მიწის 12 ნაკვეთი ჩაის პლანტაციებით და 1 ნაკვეთი - ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკით)
- რესურსის ტიპი: მიწა
- რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
შენობის აღწერა: ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის ფართობია 2836 მ2. ოთახების რაოდენობა - 5. ჭერის სიმაღლე - 5 მ. ტექნიკური მდგომარეობა - სარემონტო.
- საკადასტრო კოდი: 1) 37.08.35.217; 2) 37.08.35.218; 3) 37.07.47.028; 4) 37.08.35.214; 5) 37.08.36.144; 6) 37.08.36.145; 7) 37.08.36.143; 8) 37.08.36.178; 9) 37.08.36.180; 10) 37.08.36.177; 11) 37.08.36.147; 12) 37.08.36.182; 13) 37.08.35.213 (განთავსებულია ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობა)
- ადგილმდებარეობა: სოფელი ივანდიდი. ხონის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 105 მ. ქალაქ ხონიდან 2კმ-ში. ორ კილომეტრში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა - ხონი-სამტრედია. ნაკვეთიდან 18 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სადგური „სამტრედია“, 14 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
- ფართობი: 1) 18 701.00 მ2; 2) 14 504.00 მ2; 3) 31 001.00 მ2; 4) 12 704.00 მ2; 5) 9 800.00 მ2; 6) 41 007.00 მ2; 7) 29 803.00 მ2; 8) 10 204.00 მ2; 9) 25 504.00 მ2; 10) 22 505.00 მ2; 11) 47 735.00 მ2; 12) 36 304.00 მ2; 13) 4 401.00 მ2; ჯამში 304 174 მ2
- რელიეფი: ვაკე
- ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი გოჩა ჯიხაიში (მანძილი სოფლის ცენტრამდე 5კმ), პატარა ჯიხაიში (მანძილი სოფლის ცენტრამდე 2.5 კმ), სოფელი კუხი (მანძილი სოფლის ცენტრამდე 4კმ).
- ინფრასტრუქტურა:
- გზა: პლანტაციამდე მიდის არაასფალტირებული სამანქანო გზა
- ელექტრო სისტემა: არის მიმდებარედ
- წყალმომარაგება: არის მიმდებარედ
- სარწყავი სისტემა: არის მიმდებარედ
- გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია (ამჟამად საქართველოში მოქმედებს ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარებას ამ საქმეში. დეტალური ინფორმაცია პროგრამაზე იხ: http://arda.gov.ge/projects/read/project_scope/12:parent) და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს აღდგენა. ჩაის პლანტაციის ამოძირკვის შემთხვევაში შესაძლებელია კენკროვანი და სხვა მრავალწლოვანი კულტურების გაშენება
- საკუთრების ფორმა: კერძო საკუთრება - შპს „არგო 2003“
- სავარაუდო საბაზრო ღირებულება: 100 000 (ასი ათასი) ლარი
- მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: პირდაპირი მიყიდვა
- დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: შპს „არგო 2003“. ტელ: (+995) 551 591 131