პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ნახახულევი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ახალბედისეული, კონტუათი, საწულუკიძეო, უძლოური. ნახახულევი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 130 მეტრზე, ხონიდან 4 კმ.
სოფელში გადის ქუთაისი-ხონი-მარტვილის ცენტრალური საავტომობილო გზა. რკინიგზის უახლოესი სადგური „სამტრედის მდებარეობს 20 კმ-ში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია 23 კმ.
სოფელში მდებარეობს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, რომელიც 2002 წელს აშენდა.
სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მეცხოველეობა, მარცვლეული კულტურების წარმოება, მებოსტნეობა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ ნახახულევში ცხოვრობს 681 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 1001 | 482 | 519 |
2014 | 681 | 342 | 339 |
სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, 2 სპორტული მოედანი და ბიბლიოთეკა.
სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება არტეზიული ჭებიდან, არის უკაბელო ინტერნეტი, 2020 წელს იგეგმება საკაბელო ინტერნეტის ქსელის გაყვანა. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზების ნაწილი მოასფალტებულია, ნაწილი - მოხრეშილი.
შენობის აღწერა: შენობის ფართობი: 364 მ2. სართულების რაოდენობა - 1; ოთახების რაოდენობა - 8; ჭერის სიმაღლე - 3.2 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარეაბილიტაციო.