პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადგილი: უნგრეთი, ბუდაპეშტი
ორგანიზატორი: საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში და თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა
დეტალები: 22-25 ოქტომბერს, ქალაქ ბუდაპეშტში ტარდება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „Art Market Budapesht 2020”, რომელშიც მონაწილეობას იღებს უნგრეთში მოღვაწე ორი ქართველი ხელოვანი - თამარ ბარნოვი და სოფიო მაღალაშვილი. ქართველ ხელოვანებს აღნიშნულ გამოფენაზე თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა წარადგენს. პროექტი ხორციელდება უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის რუსუდან მარგიანისა და ხელოვნების კურატორის, სალომე ღვინიაშვილის ორგანიზებით და უნგრეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ „Art Market Budapesht“ (https://artmarketbudapest.hu/) გახლავთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა. იგი 2011 წლიდან იმართება და მას ყოველწლიურად 30 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
https://www.facebook.com/GeoembHungary/