პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მეურნეობა და მაღალმთიანი რეგიონები

მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს მუნიციპალიტეტების იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.

მეტის ნახვა

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამა ითვალისწინებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობას. 

მეტის ნახვა

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში. პროგრამის მიზნებია: პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა; არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა; საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

მეტის ნახვა

აგროდაზღვევის პროგრამა

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.

მეტის ნახვა

დანერგე მომავალი

პროგრამას ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. იგი ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივი მაღალხარისხიანი სარგავი მასალების წარმოების მხარდაჭერას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის გაუმჯობესებას.

მეტის ნახვა

შეღავათიანი აგროკრედიტი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

მეტის ნახვა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახავი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია ყველა მუნიციპალიტეტი და ქალაქი, გარდა: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთისა.

მეტის ნახვა

თხილის წარმოების განვითარების პროგრამა

თხილის წარმოების განვითარების სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს სოფლის მეურენეობის სამინისტრო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია: თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა; თხილის თვითღირებულების შემცირება და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

მეტის ნახვა

მეფუტკრეობის მხარდაჭერა

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია : სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა.

მეტის ნახვა

რძის მწარმოებელთა მხარდაჭერის პროგრამა

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ძირითადად შედგება ორ კომპონენტისგან: კაპიტალური ინვესტირება და ტექნიკური დახმარება. პროგრამაში მონაწილეობის პირობების დეტალები გაწერილია შესაბამის ფორმატში და მოიცავს ორივე კომპონენტს.

მეტის ნახვა

მევენახეობის ხელშეწყობა

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებს გრანტის სახით გადაეცემათ 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა.

მეტის ნახვა

 

სოფლის მეურნეობის განვითარება

სოფლის მეურნეობის განვითარება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „ზრდა/Zrda“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იგი გულისხმობს სოფლად საოჯახო მეურნეობების დახმარებას მათი პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით. კერძოდ, პროექტი მოიცავს ბოსტნეულის, კენკრის და მეფუტკრეობის წარმოების, ასევე, ხილის ბაღების სექტორს. პროექტი ფოკუსირებულია ფერმერებისთვის წარმოების ახალი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობაზე, ტექნიკურ დახმარებასა და მათთვის ტრენინგების ჩატარებაზე, საბაზრო კავშირების ხელშეწყობასა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემები სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის (პანკისის ხეობა), შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში. პროექტში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს/ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს წლის ნებისმიერ დროს.

მეტის ნახვა

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა ორიენტირებულია კენკროვანი კულტურების (კივის ჩათვლით), მწვანილის, კურკოვანი ხილის, თესლოვანი ხილის (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეულის, მანდარინის, სუფრის ყურძნის, კაკლის, ფსტისა და ნუშის პროდუქციის ხელშეწყობაზე. პროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბაზარზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, დარგობრივი ასოციაციები, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლები. პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: ფინანსურ მხარდაჭერას თანაინვესტირების პრინციპით და ტექნიკურ დახმარებას. პროგრამის ფარგლებში, გრანტები გაიცემა კონკურსის წესით წლის სხვადასხვა პერიოდში.

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები