
სახელმწიფო საგრანტო პროგრამას, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.
პროგრამა, დიასპორაზე მიმართული ინიციატივების დაფინანსების მექანიზმის საშუალებით, ხელს უწყობს დიასპორასა და სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავებას. "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
- ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება;
- უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ინტერესებისა და უფლებების დაცვა და მათი სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა;
- სახალხო დიპლომატიის განვითრება;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, გამჭვირვალე კონკურსის გზით, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის, ასევე, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.
საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500 000 ლარს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს კი გრანტის სახით გადაეცემა არაუმეტეს 30 000 ლარი.
2022 წელს "დიასპორული ინიციატივის ხელშეწყობის" ფარგლებში დაფინანსდა 17 პროექტი:
- რუსუდან ზაზაშვილი, ავსტრია, გრაცი - “ვიცოდეთ რისი პარტნიორები ვართ - ფოტოგამოფენა საგანძური”;
- ზურაბ ქათამაძე, აშშ, ნიუ-იორკი - “სფიჩის”-ს ინგლისურენოვანი ვებ გვერდი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების მასტერკლასები;
- ბექა გოგინაშვილი, აშშ, ნიუ-იორკი - “საზეიმო გალა კონცერტი”;
- ფიქრია ბარბაქაძე, აშშ, ნიუ-იორკი - “ნიუ-იორკის ქართული ჰანგები”;
- ანა ნანუაშვილი, გერმანია, შტუტგარტი - “დაიმკვიდრე მომავალი”
- თამარ ლაცაბიძე, დიდი ბრიტანეთი, ლონდონი - “ქართლის ცხოვრების” ორი თხზულების ხელნაწერი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში;
- მაია შიოშვილი, აშშ, ნიუ ჯერსი - ქართული აკადემიური მუსიკის პოპულარიზაცია/საქართველოს მშვიდობიანი მისია მსოფლიოში;
- ბერდია ლიპარტელიანი, ესპანეთი, ბარსელონა - “ქართული სპორტი ევროპაში”;
- ნანატა ფერაძე-ჰამმერინ, ესტონეთი, ტალინი - “აფხაზეული”;
- დავიდ ალონი, ისრაელი, ხოლონი - ინტერნეტ-სამაუწყებლო პლატფორმა “DIASPORA TV”;
- ინგა მჭედლიშვილი, იტალია, მილანი - “თბილისური დღეები მილანში”;
- დავით ირემაძე, კანადა, სასკატუნი - “კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის აქტივობების გაშლა კანადის მასშტაბით, კანადური ბიზნეს ინტერესები საქართველოში მოზიდვის მიზნით”;
- გიორგი ჯანელიძე, საბერძნეთი, ათენი - “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასა და საბერძნეთის სამეფოს ურთიერთობა 1918-1921 წწ”;
- ნიკოლოზ გავრიელიდი, საბერძნეთი, ათენი - “ნიკო გომელაურის სახელობის თეატრისთვის მუდმივმოქმედი სცენის მოწყობა”;
- რევაზ კიკნაძე, საბერძნეთი, ათენი - “გზამკვლევი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის”;
- ქეთევან ბაღათურია, შვედეთი, სტოკჰოლმი - “წარმატების ფორმულა”;
- ენრიკე გიორგი ცბინდენი, შვეიცარია, ციურიხი - “თბილისობა შვეიცარიაში 2022”.
2021 წლის კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების წარდგენა
2021 წელს “დიასპორული ინიციატივის ხელშეწყობის” ფარგლებში დაფინანსდა 22 პროექტი:
- სოფიკო ჯაჯანაშვილი, აშშ, ნოუ-იორკი - “მედია პლატფორმა - სპიჩი/speech”;
- ლიანა ნიცეცკაია, აშშ, სან ფრანცისკო - “კალიგრაფია როგორც ხელოვნების დარგი”;
- ირმა გვილია, აშშ, ლოს ანჟელესი - “ქართული დღეები ლოს ანჟელესში”;
- მანუჩარ კაჭახიძე, აშშ, ნიუ-იორკი - “ამერიკის დიდი ქართველები”;
- ეკატერინე ლაცაბიძე, ბელგიის სამეფო, ანტვერპენი - “აღმოაჩინე საქართველო”;
- თამილა ტიელიძე, ესპანეთი, ალიკანტე - “იბერიიდან იბერიამდე”;
- ჯანო ლიკლიკაძე, იტალია, მილანი - “მეტი საქართველო ევროპაში”;
- ხათუნა შარაძე, იტალია, ბარი - “იტალია, საბერძნეთი და საქართველო - სამი მიწა, სამი ამბავი, ერთი მეგობრობა”;
- ლიანა ლეჟავა, იტალია, პეზარო - ქართული კულტურა “პოლიფონიური ენა”;
- ნენო გაბელია, იტალია, რომი - “გიორგი აფხაზი”;
- თინათინ სვანიძე, ნიდერლანდების სამეფო, ამსტერდამი - “დიასპორული ონლაინ სკოლა გაკვეთილები საზღვრებს გარეთ”;
- ეკატერინე ბერუაშვილი,პოლონეთი, ვარშავა - “ინფორმაციული ბლოგი პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის”;
- ბექა ბექაური,საბერძნეთი, ათენი - “GEORGIABOUT.GR- ბერძნულენოვანი საინფორმაციო პორტალი საქართველოს შესახებ”;
- თამარ სამხარაძე, საბერძნეთი, ათენი - “დიონისე 2022”;
- ნინო ახვლედიანი, საბერძნეთი, ათენი - თოჯინების თეატრი “ბაბილინა”;
- ავთანდილ გიუნაშვილი, საბერძნეთი, ათენი - “ქართულ-ევროპული სახალხო დიპლომატიის საინფორმაციო ხელშეწყობის პლატფორმა”;
- ნანა ფერაძე, საბერძნეთი, ათენი - “ჩვენი მესიჯი”;
- თამარ ლოჩოშვილი, საფრანგეთი, პარიზი - “მედეა - კოლხეთის დედოფალი”;
- ზაზა ფუტკარაძე, საფრანგეთი, გრენობლი - “ქართული ონლაინ სკოლა”;
- მეგი ლაშხია, უკრაინა, ოდესა - “ქართულ-უკრაინული ერთობა”;
- ირინე სიხარულიძე, შვეიცარია, ბერნი - “ქართული დიასპორის წიაღში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლა და ბაღი ქ. ბერნში”;
- ელიზბარ მამარდაშვილი,შვეიცარია, ვედენსვილი - “ქართული ღვინის ფორუმი ბერნში”.
2021 წლის კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების წარდგენა
2019 და 2020 წლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ დაფინანსებულ იქნა 73 პროექტი, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 50 000-მდე თანამემამულე შეადგინა.
2020 წელს, პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, გამოვლინდა 45 გამარჯვებული თანამემამულე მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. წელს პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.
- აშშ - ნათია აღლაძე, მამუკა გელაძე, თამარა ტორესი, ეთერ ნემსაძე - საგანმანათლებლო, სოციალური და იურიდიული დახმარება;
- აზერბაიჯანი რესპუბლიკა - ხატია იბიშვილი, ეთერ ბაბაჯანაშვილი - სოციალური დახმარება, სასოფლო-სამეურნეო საქონლით უზრუნველყოფა;
- ბელგია - მარიამ დედაბრიშვილი, ანა ბალამწარაშვილი, ეთერ მახარაძე - საგანმანათლებლო და სოციალური დახმარება პირველადი მოხმარების ნივთებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- გერმანია - ქეთევან ბორუფკა, სალომე ონიანი - დახმარების ცენტრის ჩამოყალიბება, სათარჯიმნო-საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სახის დახმარება;
- დიდი ბრიტანეთი - პეიმან მარამი-ზონუზი - კონსულტაცია საემიგრაციო, იურიდიულ, საცხოვრებელ და სოციალურ საკითხებზე;
- ეგვიპტე - თათია სიმონეიშვილი - ემიგრანტების უზრუნველყოფა პანდემიის დროს საჭირო პირველადი მოხმარების ნივთებით;
- ესპანეთი - მაყვალა კობიძე, გივი მეტრეველი, დიანა ციხისთავი - საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ჩამოყალიბება, ბავშვთა საზაფხულო ბანაკის და სარეაბილიტაციო ქართული საზაფხულო სკოლის მოწყობა;
- თურქეთი - ნანა კეკელია, ერდალ ქუჩუქი, ფეჰმი უზალი - საკვირაო სკოლის ჩამოყალიბება და აღჭურვა, იურიდიული ონლაინ პლატფორმის შექმნა, საინფორმაციო ვებ-გვერდის განვითარება;
- იტალია - ბეგლარ თავართქილაძე, თეონა კასარელი, ნინა წიკლაური, ცინარი ღვალაძე, ნუნუ გელაძე, ნია ზაზაშვილი - იურიდიული მომსახურება, კრიზისის ცენტრის შექმნა და აღჭურვა, საკვირაო სკოლის ჩამოყალიბება, სოციალური დახმარება;
- მალტა - მაკა ლაშხი - დიასპორული ვებ-გვერდის შექმნა;
- ნიდერლანდების სამეფო - მაია ადუაშვილი - პანდემიის შედეგად დაზარალებული ემიგრანტი ოჯახების დახმარება;
- პოლონეთი - თამარ მანჯავიძე - ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების წარმატებით ინტეგრაციის უზრუნველყოფა;
- პორტუგალია - ია ბექაური - დიასპორის კონსოლიდაციისთვის სპეციალური სივრცის შექმნა;
- რუსეთი - დალი ჯორბენაძე - სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა, ონლაინ ლექცია-ტრენინგების ჩატარება;
- საბერძნეთი - ნანა ფერაძე, დარეჯან ღამბაშიძე, ბექა ბექაური, ხათუნა ბალახაშვილი, ირინა მათურელი, ავთანდილ მიქაბერიძე - იურიდიული, სამედიცინო და კულტურული დახმარება, პირველადი მოხმარების ნივთებით მომარაგება, საინფორმაციო პორტალის განვითარება;
- საფრანგეთი - ზაზა ფუტკარაძე, ლია ღონღაძე, მირანდა ევგენიძე - საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალური დახმარება;
- უკრაინა - ანა კრავჩუკი, მეგი ლაშხია, შორენა გეგეშიძე - კულტურული ცენტრის მხარდაჭერა, საინფორმაციო ცენტრის შექმნა, საკვირაო სკოლების მხარდაჭერა;
- შვედეთი - ლელა კუხიანიძე, ქეთევან ბაღათურია - დახმარება მედიკამენტებით, საცხოვრებლით, საკვები პორდუქტით და კონსულტაციით;
- ჩინეთი - სალომე ციხისელი - ჩინური ენის პრაქტიკული კურსის ორგანიზება.
2020 წლის კონკურსის გამარჯვებულ დიასპორელთა წარდგენა
2019 წელს, აღნიშნული საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, გამოვლინდა 28 გამარჯვებული. პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენა საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კუტლურის შესახებ ცნობადობის ამაღლება:
- აზერბაიჯანის რესპუბლიკა - ვასილ პაპიაშვილი;
- ამერიკის შეერთებული შტატები - პავლე დათუნაშვილი, თამარ კალანდია, ციცინო კაპანაძე, მანუჩარ კაჭახიძე, ირინა მიქაბერიძე;
- ბელგიის სამეფო - მანანა ხორბალაძე;
- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - მურმან კოღუაშვილი, ნინო ივარდავა, ანა ნანუაშვილი, რუსუდან ფილაური-პალუხი;
- ესპანეთის სამეფო - მარინე წიქორაძე, ნანა ფურცელაძე;
- თურქეთის რესპუბლიკა - იბერია ოზქან, ბაიარ შაჰინ;
- იტალიის რესპუბლიკა - ცისანა ქოთილაძე;
- საბერძნეთის რესპუბლიკა - დარეჯან ღამბაშიძე;
- საფრანგეთის რესპუბლიკა - ქეთევან ავალიანი, რატი მახარაშვილი, ზაზა ფუტკარაძე, ნინო ბჟალავა;
- საქართველო - ლევან გელაშვილი, გიორგი გოგელია, ნიკოლოზ ნახუცრიშვილი, ალექსანდრე სულავა, ირინა ცერცვაძე;
- უკრაინა - ანა კრავჩუკი;
- შვეიცარიის კონფედერაცია - თამარ კორძაძე.
[პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]]