პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი

გზამკვლევი ლეგალური ემიგრაციის შესახებ

ლეგალური ემიგრაციის შესახებ გზამკვლევი მოიცავს პრაქტიკული სახის ინფორმაციას ემიგრანტებისთვის აუცილებელი დოკუმენტების, შესაბამისი სტატუსის მოპოვების, ქვეყნიდან დროებითი გასვლის ან უკან დაბრუნების სამართლებრივი გზების თაობაზე. გზამკვლევი დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს ინფორმაციას მიგრაციის სფეროში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შესახებ.

მეტის ნახვა

საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი

საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი მოიცავს საბერძნეთის რესპუბლიკაში ამჟამად მოქმედ ყველა იმ სამართლებრივ დოკუმენტს, რომლებიც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს საბერძნეთში ლეგალურად თუ არალეგალურად ბინადრობის პირობებში, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა განათლების მიღება, ჯანდაცვის მომსახურება, დასაქმება და სხვა.

მეტის ნახვა

იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი

გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში მიგრაციის სფეროში არსებული კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებაში. გზამკვლევი დეტალურად აღწერს ინფორმაციას იტალიის ვიზის სახეობებისა და მისი მიღების პროცედურების, იტალიაში სწავლის / მუშაობის, იტალიაში ოჯახური მოტივით შესვლის, ბინადრობის ნებართვის/ბარათის მიღება-განახლება-გადაკეთებისა და ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის თაობაზე. გზამკვლევი, აგრეთვე,  მოიცავს ინფორმაციას იტალიიდან გაძევება/ დაკავებასთან დაკავშირებული პროცედურების, იტალიის მოქალაქეობის მინიჭებისა და სოციალურ შეღავათებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

მეტის ნახვა

გზამკვლევი ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. წინამდებარე გზამკვლევი გთავაზობთ ინფორმაციას ევროკავშირის/შენგენის სივრცეში შემავალი ქვეყნების, მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტებისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მოგზაურობისთვის აუცილებელი წესების შესახებ.

 

მეტის ნახვა

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის შესახებ გზამკვლევი საქართველოში ჩამოსვლის მსურველ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პრაქტიკული სახის ინფორმაციას იმიგრანტებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის, შესაბამისი სტატუსის მოპოვებისა და ლეგალურად გადაადგილების შესახებ. გზამკვლევი ასევე მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში მიგრაციის სფეროში სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიული წარმომადგენლობებისა და  შესაბამისი სერვისების თაობაზე.

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები