პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

1 მაისს, დიასპორის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია


30.04.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, აგრძელებს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დახმარებას, მათ შორის მათთვის ონლაინ სამედიცინო კონსულტაციების უზრუნველყოფას. ამ მიზნით, მიმდინარე წლის 1 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმი პედიატრის თემურ მიქელაძის პირდაპირი ჩართვა.

პირდაპირი ჩართვის დროს ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე 1 საათის განმავლობაში ისაუბრებს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და უპასუხებს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

თემურ მიქელაძე არის მედიცინის დოქტორი, პროფესორი MD, PhD. კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კლინიკა ,,კურაციოს'' პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბავშვთა სამედიცინო ცენტრ - ,,მზიური მედის" ექიმი პედიატრი. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, მთავრობის ადმინისტრაციის სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.

უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს კითხვების გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].