პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

18 დეკემბერს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების ონლაინ კონფერენცია გაიმართება


09.12.2020

2020 წლის 18 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ვირტუალურ ფორმატში გაიმართება უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ქართული დიასპორული ორგანიზაციების საერთაშორისო კონფერენცია.

ონლაინ კონფერენციის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმების კონსოლიდაცია და მათი ჩართვა დიასპორის წარმომადგენლებისთვის სოციალური და სამედიცნო სერვისების უზრუნველყოფის პროცესში.

კონფერენციის დროს განხილულ იქნება ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართველი ემიგრანტების წინაშე არსებული სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური  სახის გამოწვევები, დიასპორული ორგანიზაციების როლი ქართველი ემიგრანტებისთვის სამედიცინო და სოციალური სერვისების ორგანიზებულად მიწოდების კუთხით და ა.შ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ნიდერლანდების სამეფოსა და საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები - „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრი“ და ქალაქ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ თანამემამულეებს შეუძლიათ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 13 დეკემბრისა: https://forms.gle/Gn3yVp3HKvugAPVq9