პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

28 ივნისს კიშინეუში ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა გაიმართა


30.06.2022

28 ივნისს, მოლდოვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კიშინეუში, დადიანების სახელობის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა;

მოწვეულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ქართული ეროვნული სამოსის ისტორიას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს საელჩოს I მდივანი მიხეილ ჩხეიძე, "ნაციონალური სამოსის სახლის" დამფუძნებელი, დიზაინერი - ეკატერინე ჯავახიშვილი, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "აფხაზეთი" ხელმძღვანელი - ბაჩანა ჭანტურია.