პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გაემგზავრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში


29.04.2024

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავრონ, არაუმეტეს 30 დღისა.

ჩინეთში მთლიანი ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს, ნებისმიერი 180 დღიან პერიოდში.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:

ჩინეთში ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების შემთხვევაში (30 დღეზე მეტი), ასევე სამუშაოდ, სასწავლებლად, მედია-ღონისძიებებზე დასასწრებად და სხვა მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეს ესაჭიროება შესაბამისი ვიზა.

აღნიშნულ საკითხზე, მიმდინარე წლის 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოი ციენს შეხვდა.

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.

საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჯიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარეობის საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.  

აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორის კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://mfa.gov.ge/news/991285-28-maisidan-saqartvelos-moqalaqes-shesadzlebloba-aqvs-chinetis-sakhalkho-respublikashi-uvizod-gaemgz