პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტი ანკარაში


23.01.2024

2024 წლის 21 იანვარს, საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქ. ანკარაში, მაყურებელთა წინაშე წარდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.

ღონისძიებას, საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან ერთად, დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და თურქული კულტურულ-სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, ანსამბლ ,,აფხაზეთის“ წევრებს, თურქეთში ქართული კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის, სპეციალური ჯილდო გადასცა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 20 იანვარს, ანსამბლმა კონცერტი გამართა ქ. მერსინში.