პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ათენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა


01.06.2022

2022 წლის 29 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კულტურის  სფეროში მოღვაწე თანამემამულეებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი საარქივო ფოტო-გამოფენა. 

დავით  დონდუამ სტუმრებს ეროვნული დღესასწაული, ასევე ქართული დიასპორის დღე მიულოცა. 

დავით დონდუამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ კავშირებს, ხალხებს შორის დამყარებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ღონისძიებაზე წარმოდგენილი უნიკალური საარქივო ექსპონატებიც. 

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება.

ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობა.