პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაჩკოვის მონასტერში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


01.06.2022

2022 წლის 28 მაისს, ბულგარეთში, ბაჩკოვოს მონასტერში, რომელიც მე-11 საუკუნეში დაარსეს ქართველმა ძმებმა ბაკურიანებმა, გაიმართა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღის, საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ღონისძიებაზე დასასწრებად, ბულგარეთს სპეციალურად ეწვია გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, რომელმაც ბაჩკოვოს მონასტერში ქართულ ენაზე აღავლინა წირვა. 

გარდა ამისა, ბაჩკოვოს მონასტრის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა სიონიმ და მიტროპოლიტმა ანდრიამ, აღავლინეს ერთობლივი ლოცვა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს. 

მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა, სადაც ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, 

საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მეგობრობაზე, რომლის ნათელი სიმბოლოცაა ბაჩკოვოს მონასტერი. 

მოგვიანებით, სტუმრებს საშუალება მიეცათ მოესმინათ ასურელი სქემარქიმანდრიტის სერაფიმესა და მისი მრავალხმიანი მგალობელთა გუნდის მიერ ქართულ და არამეულ ენაზე შესრულებული გალობისთვის. 

ღონისძიება აგრეთვე მოიცავდა ტურს, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მოანასტრის ისტორიას, რომელიც საქართველოსა და ბულაგრეთის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბულგარეთში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბულგარეთის წმინდა სინოდის წევრები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ქართული დიასპორა. 

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება შესაძლებელი გახდა, ბაჩკოვოს მონასტრის წინამძღვრის და ქართული დიასპორის მხარდაჭერის შედეგად.