პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა „საქართველო“ 10 წლის იუბილე აღნიშნა 


16.01.2020

ქ. ბარსელონაში არსებული დიასპორული ორგანიზაციის „EurGeorgia-Barcelona"-ს“ ქართული ცეკვის ანსამბლს "საქარველო" დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. ანსამბლმა 10 წლისთავის აღსანიშნავად, ამა წლის 4 იანვარს, ქ. ბარსელონას Sants Teatro-ში,  საიუბილეო კონცერტი გამართა. ღონსიძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს თანადგომით ჩატარდა.

ანსამბლთან ერთად, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ამავე ორგანიზაციასთან არსებული ვოკალური ანსამბლის "თაობა"-ს, ქ. მადრიდის ქართული ცეკვის აკადემიის, ქ. შტუტგარტის ასოციაცია "არტ მიუზიკლ ჯორჯია"-სა და ქ. ქუთაისის ქორეოგრაფიული ანსამბლ "მთიები"-ს წარმომადგენლებმა.

დამსწრე საზოგადოებას, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს სახელით, მიესალმა და ანსამბლს დაარსების 10 წლის იუბილე მიულოცა ვიცე კონსულმა ლია ახალბედაშვილმა.

ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,საქართველო“-ს გარდა, დიასპორულ ორგანიზაცია „EuroGeorgia“-სთან ასევე ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა. კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, ქართველი ემიგრანტი ბავშვების ჩართულობას საქართველოში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში, მეორეს მხრივ კი, საქართველოში მცხოვრები ბავშვების დამეგობრებას უცხოეთში მცხოვრებ თანატოლებთან. დიასპორული ორგანიზაცია "EurGeorgia-Barcelona"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ ნანა ღლონტი.