პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში ქართული კულტურის საღამო გაიმართა


23.06.2019

23.06.2019

ა.წ. 23 ივნისს, ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული წმ.გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაციისა და სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქართული კულტურის საღამო გაიმართა.

ღონისძიების პირველ ნაწილშწარმოდგენილი იყო ვაჟა-ფშაველას მოთხრობების მიხედვით შექმნილი მუსიკალური სპექტაკლი „გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი", ხოლო მეორე ნაწილში კი გაიმართა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა, მეტყველების კულტურისა და სასცენო ხელოვნების შემსწავლელი წრის ბავშვებმა, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა - "Georgian Folk", გალობისა და სიმღერის გოგონათა ანსამბლმა - „ბეთანია", ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა - ,,იბერიონი", ქართული ხალხური ცეკვის სტუდიამ - „ქართველო" და მუსიკალურმა სტუდიამ - ,,გამა". კოცერტზე ასევე სოლო ნომრები შეასრულეს სტუდენტებმა - ქეთევან გორგოძემ და სერგო მურღულიამ.