პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაიწყო რეგისტრაცია ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენის კურსებზე


14.09.2023

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედ ქართული ენის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

კურსი ხორციელდება ვილნიუსის უნივერსიტეტის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ პროგრამის ფარგლებში.

ქართული ენის კურზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ქართული ენის კურსის გავლა უფასია.

ამასთან, ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა ქართული ენა შეუძლიათ ისწავლონ როგორც არჩევით საგნად, ხოლო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, როგორც თავისუფალ საგნად.

ლექციები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 17:00-დან 18:30 საათამდე, ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართულ აუდიტორიაში.

ლექციები დაიწყება 19 სექტემბრიდან.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://mvg.vu.lt/programs/2753/