პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ზალკალიანი ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა


17.10.2022

კალიფორნიის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა.

შეხვედრა სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსულის ლევან ბერიძის და დიასპორული ორგანიზაციის  საქართველოს მემკვიდრეობის ფონდის დამფუძნებლის ლიანა ნიცესკაიას ინიციატივით TBS Design Gallery-ში გაიმართა. 

ელჩმა დიასპორულ ორგანიზაციას ორი წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ დიასპორის აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნების, ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის, მიღწევის პროცესში. 

ელჩმა მადლობა გადაუხადა კალიფორნიაში მოღვაწე ქართველებს, რომლებიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენენ საკუთარ ქვეყანას და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ვაშინგტონში საელჩოს და სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს კარი მუდამ ღიაა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.