პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ზალკალიანი პენსილვანიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს ეწვია და სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრო


13.02.2023

საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი პენსილვანიის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს ეწვია და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიის და ნიუ იორკის და პენსილვანიის შტატებში მცხოვრები ქართული დიასპორული ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა. ელჩმა სიტყვით მიმართა თანამემამულეებს და ხაზი გაუსვა საქართველოს ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობის განმტკიცების პროცესში. ასევე, ელჩმა ისაუბრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდეს მისიაზე უცხოეთში და მადლობა გადაუხადა მეუფე საბას მისი თავდაუზოგავი შრომისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პენსილვანიისა და ნიუ იორკის შტატებში მცხოვრები თანამემამულეები, აშშ-ში მოღვაწე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და საქართველოს საელჩოს და ნიუ იორკში საქართველოს საკონსულოს დიპლომატები.

მადლობა მეუფე საბასა და ჩვენს თანამემამულეებს ამ განსაკუთრებული დღის ორგანიზებისთვის.