დღეიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, სთავაზობს სხვადასხვა ონლაინ თემატურ გამოფენებს. ვირტუალური მუზეუმის პირველი გამოფენა ქართული ენის დღეს - 14 აპრილს ეძღვნება. ონლაინ გამოფენაზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული, სხვადასხვა დროს გამოცემული დედა ენის უნიკალური ეგზემპლარები.
დედა ენის ვირტუალური გამოფენა.
დედა ენის ვირტუალურ გამოფენაზე მუშაობდნენ - ლევან თაქთაქიშვილი, დავით მჭედლიშვილი, რუსუდან ასათიანი, მაია მიქაბერიძე.