პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დღეიდან ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება


18.02.2020

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, დღეიდან, 18 თებერვლიდან, ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება.

რეგულარული შეხვედრები ემიგრანტებთან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დაიწყება და იგი ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. თანამემამულეებს შესაბამის კონსულტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები გაუწევენ.

ასევე დღეიდან, პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სპეციალური სივრცე ქართული დიასპორისა და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.