პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დღეს, ამსტერდამი-თბილისის რეისით, სამშობლოში დაბრუნდება 181 თანამემამულე


15.05.2020

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს, 15 მაისს, შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამი-თბილისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდება 181 თანამემამულე.

აღნიშნული  რეისის მგზავრთა უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-დან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან. მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები.

საერთო ჯამში, დღეის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში - სახელმწიფოს ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 11 046 მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ადგილზე ქმედითი დახმარება გაეწია 20 302 მოქალაქეს.

შეგახსენებთ, თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს, ელექტრონული ფორმით, სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ახლო მომავალში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ზემოჩამოთვლილ რეისებს (გარდა 17 მაისისა) კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი შეადგენს 199 ევროს. აღნიშნული რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, გადის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი გაწეული დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების თაობაზე ყოველდღიურად განახლებად სტატისტიკურ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს: http://gov.ge/s/adcb7]