პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


16.11.2019

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული 64 განაცხადიდან, კომისიამ ხმათა უმრავლესობით 28 გამარჯვებული გამოავლინა.

საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წევრები, გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების აღჭურვისა და ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილ პროექტებს. კომისიის წევრებმა ასევე შეაფასეს კანდიდატების მიერ კონკურსის ფარგლებში წინასწარ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა. მეორე ეტაპზე გადასული 64 განაცხადიდან, კომისიამ ხმათა უმრავლესობით 28 გამარჯვებული გამოავლინა:

- აზერბაიჯანის რესპუბლიკა - ვასილ პაპიაშვილი;

- ამერიკის შეერთებული შტატები - პავლე დათუნაშვილი, თამარ კალანდია, ციცინო კაპანაძე, მანუჩარ კაჭახიძე, ირინა მიქაბერიძე;

- ბელგიის სამეფო - მანანა ხორბალაძე;

- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - მურმან კოღუაშვილი, ნინო ივარდავა, ანა ნანუაშვილი, რუსუდან ფილაური-პალუხი;

- ესპანეთის სამეფო - მარინე წიქორაძე, ნანა ფურცელაძე;

- თურქეთის რესპუბლიკა - იბერია ოზქან, ბაიარ შაჰინ;

- იტალიის რესპუბლიკა - ცისანა ქოთილაძე;

- საბერძნეთის რესპუბლიკა - დარეჯან ღამბაშიძე;

- საფრანგეთის რესპუბლიკა - ქეთევან ავალიანი, რატი მახარაშვილი, ზაზა ფუტკარაძე, ნინო ბჟალავა;

- საქართველო - ლევან გელაშვილი, გიორგი გოგელია, ნიკოლოზ ნახუცრიშვილი, ალექსანდრე სულავა, ირინა ცერცვაძე;

- უკრაინა - ანა კრავჩუკი;

- შვეიცარიის კონფედერაცია - თამარ კორძაძე.

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა,  მათი სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. პროგრამა საშუალებას აძლევს დიასპორის წარმომადგენელებს მოახდინონ თავიანთი იდეების რეალიზება, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის დიასპორულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას.