პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიპლომატიური ინსტიტუტის მილოცვა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით


03.11.2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს დიპლომატიურ სამსახურში ახალგაზრდების მოზიდვასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე.

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილია ახალგაზრდა დიპლომატთა გადამზადების კურსი, რომელიც ახალგაზრდა დიპლომატების პროფესიული ცოდნის ამაღლებას ემსახურება.

დიპლომატიური ინსტიტუტი ულოცავს ახალგაზრდა თანამშრომლებს დიპლომატის დღეს და უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებას კარიერულ ასპარეზზე!