პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დუბლინში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა


10.05.2019

10 მაისს დუბლინში საქართველოს საელჩოში გაიმართა პოეზიის საღამო "ლექსად თქმული საქართველო", რომლის ფარგლებშიც მოწვეულ სტუმრებს და დიასპორის წარმომადგენლებს პოეზიის ნიმუშები და ასევე საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს თამარ ასამქანაშვილმა, დავით ჯოხაძემ, რუსუდან ბენდელიანმა და მაკა შავერდაშვილმა. ასევე გაიმართა დისკუსია ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, მნიშვნელობასა და პოტენციალზე.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილმა და ხაზი გაუსვა ქართული კულტურის, ლიტერატურისა და პოეზიის უძველეს ტრადიციებსა და მნიშვნელობას. გიორგი ზურაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს იმიჯის და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშნელოვანი წვლილისთვის და ამ კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.