პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩ გიორგი ჯანჯღავას შეხვედრა სიპონის ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარესთან


04.04.2022

2022 წლის 28 მარტს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, სინოპის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სინოპის ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარესთან, სელამეთთინ აიდინთან და ასოციაციის წევრებთან. 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სინოპის მერიისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გრძელდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების უაღრესად დადებითი დინამიკა.

ელჩმა, მისასალმებელ სიტყვაში, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. 

ამასთან, აღინიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 

ელჩმა, აგრეთვე, ისაუბრა იმ პროექტებსა და ინიციატივებზე, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით.

ამასთან, შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა სხვადასხვა ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

სინოპის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, ასევე, შეხვედრა გამართა სინოპის გუბერნატორთან, ეროლ ქარაომეროღლუსთან. 

შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს ელჩმა, თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა რეგიონში არსებული ქართული კულტურის ასოციაციების მხარდაჭერისა და მათი აქტიური საქმიანობის ხელშეწყობისათვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.