პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ირაკლი ხუცურაული შვედეთში მცხოვრებ გამოჩენილ მწერალსა და გამომცემელს საბა ართვინელს ეწვია


13.02.2023

10 თებერვალს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული და საელჩოს თანამშრომლები, შვედეთში მცხოვრებ გამოჩენილ მწერალსა და გამომცემელს, საბა ართვინელს (შალვა თევზაძე) ეწვივნენ.

საბა ართვინელი თურქეთში დაიბადა და შვედეთში მე-20 საუკუნის სამოციანი წლებში გადმოსახლდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, მათ შორის, მისი ინიციატივით შეიქმნა პირველი „ქართული კულტურის ცენტრი“ და გამოიცა რამდენიმე ქართულენოვანი წიგნი. ლიტერატურული საქმიანობის გარდა, იგი აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობასა და შუამავლობდა

სკანდინავიის ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობებში.

საქართველოს საელჩოს სახელით, საბა ართვინელს საქართველოს კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი ელჩმა გადასცა.