პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ქეთევან ციხელაშვილი "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" წევრებს შეხვდა


08.08.2020

 

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს, ავსტრიაში საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა “ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის” წევრებთან.

შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებზე, აგრეთვე, სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. საქართველოს ელჩის მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა სტუდენტების აქტიური თანამონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის პარალელურად, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, ასევე, მოეწყო 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა.