პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წელი


28.03.2022

დღეს, 28 მარტს, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა, რაც ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია.

სავიზო ბარიერების გაუქმებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის და შენგენის ზონის 

ქვეყნებში თავისუფლად მიმოსვლისა და მოგზაურობის მარტივად დაგეგმვის საშუალება მიეცათ, საქართველომ კი ევროკავშირის სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი განიმტკიცა და ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.

უვიზო მიმოსვლამ ჩვენს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობები გაუჩინა და ხელშესახები შედეგები მოგვცა ტურიზმის, ბიზნეს კავშირების, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, პროფესიონალური კავშირებისა და ზოგადად, ხალხებს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. 

არსებული მონაცემებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებს  საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე ესტუმრა და თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა.

უვიზო მიმოსვლა ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია და ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციიდან უკვე 5 სრული წელი შეუსრულდა.

უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნიშნავს მოგზაურობის, მობილობის, განათლების მიღების, ბიზნეს და პროფესიული კავშირების გამყარების, ხალხებს შორის მეგობრული, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მეტ შესაძლებლობას, რასაც თვალსაჩინო შედეგები აქვს.

დღემდე, უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა ევროპაში. არსებული მონაცემებით, 5 წლის განმავლობაში, ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებს საქართველოს 645,639 მოქალაქე 1,398,803-ჯერ ესტუმრა.

EU Visa Free მობილური აპლიკაციაა, რომელიც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველა საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მარტივად და ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ახალი საინფორმაციო პლატფორმა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის წესებსა და პირობებზე მუდმივად განახლებად ინფორმაციას აწვდის, მათ შორის, COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ. აპლიკაციაში ინტეგრირებულია კალენდარი, რომელიც მოსარგებლეს 180 დღიან პერიოდში მოგზაურობისთვის დასაშვები 90 დღიდან დარჩენილ დღეებს უანგარიშებს და გაკონტროლებაში ეხმარება.

დამატებით, პლატფორმა საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს:

აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიო მასშტაბით.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია აღნიშნული ბმულიდან:

IOS: https://apple.co/36zIbnQ

Android: https://bit.ly/3iGS8m0