პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

FDI გრანტი - უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა 


20.11.2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იწყება უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა, ტექნოლოგიის შემოდინება და  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე, ქვეყანაში ახალი და მსოფლიოში აქტუალური ისეთი მიმართულების განვითარება როგორიცაა „აუთსორსინგი“ (BPO), ლოჯისტიკა და თვითმფრინავების შეკეთება (MRO).

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებად განისაზღვრა:

ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ 1 მლნ ლარამდე თანადაფინანსებას შესთავაზებს უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ და საქართველოში ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.

პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვეს შეადგენს.

 

პროგრამისა შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“:

მის: მარჯანიშვილის ქ. N5/6  (უზნაძის ქ. N18) 0102 თბილისი, საქართველო

ტელ: ცხელი ხაზი -15 25 / საერთაშორისო ზარებისთვის: + 995 32 296 00 10

ელ-ფოსტა: [email protected]