პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„გაკვეთილები საზღვრებს გარეშე“


17.04.2020

ნიდერლანდების სამეფოში არსებული “ქართული კულტურის ცენტრისა” და საქართველოში მოქმედი ფონდის  - “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ინიციატივით, უცხოეთში მყოფი მოზარდებისთვის შეიქმნა ონლაინ შემეცნებითი კურსები - "გაკვეთილები საზღვრებს გარეშე". ონლაინ გაკვეთილები ფონდის მიერ პროგრამა "ახალგაზრდული ხიდების მშენებლობის" („Building Youth Bridges“)ფარგლებში განხორციელდება.

მსოფლიოში გავრცელებული კორონა-ვირუსისგან (COVID-19) გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, მსგავსი პროგრამის განხორციელებას, მოზარდთა ცნობიერების ასამაღლებლად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფონდის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოს განმარტებით, შემეცნებით-გასართობი ონლაინ გაკვეთილები ხელს შეუწყობს საქართველოში მყოფ ახალგაზრდებსა და ემიგრაციაში მყოფ მათ თანატოლებს შორის ახალგაზრდული კავშირებისა და ინტერაქტიული ურთიერთობების დამყარებას, ასევე, შესაძლებლობას მისცემს მათ შეიძინონ ახალი მეგობრები, რაც ამჟამად შექმნილი ვითარებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

აღნიშნული ფორმატის ონლაინ გაკვეთილები უფასო იქნება მოზარდებისთვის და მასწავლებლებიც მოხალისეებად იქნებიან ჩართულნი პროექტში. 

პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა: http://tiny.cc/j8j3mz