პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა კონკურსი “ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო”


05.11.2021

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარიში აცხადებს კონკურსს “ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო”. კონკურსი განკუთვნილია ქართული დიასპორის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის.

კონკურსის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართული დიასპორის  ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებში,  სამშობლოსთან კავშირის გაღრმავების ხელშეწყობა. 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 5 წლიდან 17 წლის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად. მონაწილეობის მსურველებმა, 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით  უნდა წარმოადგინონ ფერწერული ნამუშევრები საქართველოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემაზე -  „ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო“.

მონაწილეებმა შესრულებული ფერწერული ნამუშევრების ასლი უნდა გააგზავნონ ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს ელექტრონულ მისამართზე: 

[email protected]

მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს „facebook” გვერდზე განთავსებული ნამუშევრების მოწონების *like რაოდენობის მიხედვით.

ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, სკოლის დასახელება (საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში) და საკონტაქტო მონაცემები.

გამარჯვებული ფერწერული ნამუშევარი საავტორო უფლებების დაცვით, ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს მიერ გამოყენებული იქნება 2022 წლის ოფიციალურ მისალოც ბარათებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ საქართველოს გენრალურ საკონსულოს ქალაქ ბარიში:

https://bit.ly/3mM16AY