პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გენერალური საკონსულო სან-ფრანცისკოში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადება


23.05.2022

საქართველოს გენერალური საკონსულო სან-ფრანცისკოში ავრცელებს ინფორმაციას 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სან-ფრანცისკოში გასამართ ღონისძიებებზე.

გენერალური საკონსულოს ინფორმაციის თანახმად საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს სან-ფრანცისკოში:

გამოვფინოთ საქართველოს დროშები და სიმბოლიკა;

გადავიღოთ სურათი სან ფრანცისკოს მერიის შენობაზე აღმართულ საქართველოს დროშასთან.

ასევე, საღამოს იქნება შესაძლებლობა სან ფრანცისკოს მერიის და   საერთაშორისო აეროპორტის შენობების მონახულების, რომლებიც განათდება საქართველოს ეროვნული ფერებით.

არ დაგავიწყდეთ გადაიღოთ სურათები და გააზიაროთ ჰეშთეგით: #GeoFlagInUS.